
„ჰაკიმ ფაშას“ (hakim pasha) სახელით „იუთუბზე" დარეგისტრირებულმა მომხმარებელმა ფოტოკოლაჟი ატვირთა სათაურით „Saakashvili killed Mr. zurab zhvania“.
რედაქციის გაფრთხილება: მასალას თანდართული ვიდეო მძიმე კადრებს შეიცავს. არასრულწლოვანებსა და არამდგარდი ცენტრალური ნერვული სისტემის მქონე პირებს ვთხოვთ, მისი ნახვისგან თავი შეიკავონ.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა მედიაში ან ვიდეოპორტალზე მისაწვდომი გახდა, სავარაუდოდ, ახალგარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოები. ფოტოკოლაჟს არ ახლავს აღწერა და წითელი რგოლით შემოხაზულია ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრების ის ნაწილები, სადაც ავტორს ყურადღების გამახვილება თითქოსდა არსებულ დაზიანებებზე სურს. კომენტარი არ გაკეთებულა არც ფოტოების ავთენტურობაზე და იმაზე, ისინი ნამდვილია თუ დამუშავებული.
„ჰაკიმ ფაშას“ სხვა ვიდეოები პორტალზე ატვირთული არა აქვს. თუ ვიდეოს მნახველთა მცირე რაოდენობის მიხედვით ვიმსჯელებთ, ვიდეო ახალი ატვირთულია. კომენტარები პოლიტიკოსების მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა. ვიდეოს ინგლისურენოვანი სათაურის მიუხედავად, აშკარაა მარტივი შეცდომა: სახელისა და გვარის "ზურაბ ჟვანია" პირველი ასობგერები დიდი ასოებით არაა შესრულებული, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ვარაუდი, რომ ის უცხოელმა ატვირთა.
ვიდეოპორტალ „იუთუბზე“ კოლაჟის ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი. იმ შემთხვევის გამოსარიცხად, რომ ავტორის მიერ ვიდეოს წაშლის შემთხვევაში მისი ნახვა შეუძლებელი არ გახდეს, „აფხაზეთის ხმა“ მას ფორმატირებულსაც გთავაზობთ.
რედაქციის გაფრთხილება: მასალას თანდართული ვიდეო მძიმე კადრებს შეიცავს. არასრულწლოვანებსა და არამდგარდი ცენტრალური ნერვული სისტემის მქონე პირებს ვთხოვთ, მისი ნახვისგან თავი შეიკავონ.