
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პრესკონფერენციას გამართავს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პრესკონფერენცია ავლაბრის რეზიდენციაში, 15:00 საათისთვის არის დანიშნული.
პრესკონფერენციის თემა ყირიმში განვითარებული მოვლენებია. თუმცა, არსებული ინფორმაციით, მედიას პრეზიდენტთან კითხვები სხვა საკითხებზეც, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადების შესახებაც ექნება.