
კახეთში 17 წლის გოგონამ თვითმკვლელობა ჩაიდინა. შემთხვევა ყარაჯალაში მოხდა. ახალგაზრდამ სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მკერდისა და ყელის არეში მიიყენა.
როგორც ამბობენ, თვითმკვლელობის მიზეზი ოჯახის გადაწყვეტილება გახდა. მშობლები გოგონას ტრადიციის მიხედვით გათხოვებას უპირებდნენ, მას კი სხვაუყვარდა.
თუ რა გახდა ოფიციალურად თვითმკვლელობის მიზეზი ეს გამოძიების დასრულებისას გახდება ცნობილი, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
,,PIA.GE”