
ტვ „იმედზე“, თეა სიჭინავას საავტორო გადაცემაში „პოლიტიკის დრო“, ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს შემდეგ, სადაც ყოფილმა პრემიერმა პრეზიდენტ მარგველაშვილის მისამართით არაერთი შენიშვნა გამოთქვა, „ფეისბუქზე“ აქტიური პირები „მოქალაქის“ დამფუძნებლის მოსაზრებებს გამოეხმაურნენ.
„აფხაზეთის ხმამ“ რამდენიმე ცნობილი ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის რეაქციას ერთად მოუყარა თავი:
„ქმარი რომ ცოლად მოყვანის შემდეგ აღმოაჩენს ქალის ნამდვილ ხასიათს, ისე დამართნია ივანიშვილს“, – მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი.
„ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გავიგე-არავითარი სამოქალაქო სექტორი,,ხელისუფლებას ისევ ბიძინა ივანიშვილი მართავს“, – ელისო კილაძე, ჟურნალისტი.
„არ ვარ წინააღმდეგი, საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის პირველი მხედრული წარმატება იყოს ავლაბრის რეზიდენციის აღება“, – დავით პაიჭაძე, ჟურნალისტი.
ივანიშვილის დასაჩაგრი პრეზიდენტი არ გვყავს ჩვენ! ზვიგენებს მიხედოს და ეზოტერიკაში გაერთოს. არავინ არ გვყავს ივანიშვილის დასაჩაგრი!“,– ნათია კობერიძე, ჟურნალისტი.
„როგორც მივხვდი, ეს ინტერვიუ ივანიშვილმა სპეციალურად მოითხოვა, რომ მარგველაშვილი დაემარხა“, – ირმა ნადირაშვილი, დეპუტატი.
„მარგველაშვილი ყოფილა სერიოზული გადამგდები, ასე არ გამოდის თუ მე ვხედავ სხვაფრად ამ ცხოვრებას?“, – კობა სუბელიანი, დეპუტატი.