ნინო სუხიშვილი 2013 წელს რუსეთში 22 კონცერტის გაუქმების შემდეგ: „რაც ძალიან მინდა შევინარჩუნო, ღირსებაა“

Image

საქართველოს ნაციონალური ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელმა და ერთერთმა ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა „სუხიშვილების“ მიერ რუსეთში 2013 წელს დაგეგმილი 22 კონცერტი გააუქმა.

 

მაშინ ის აცხადებდა, რომ ასე იმიტომ მოიქცა, რადგან ინტუიციას მიენდო, რომელსაც მისთვის არასდროს უღალატია: „მე ვთვლი, რომ დღეს ჩემი ქვეყნის ღირსების შესანარჩუნებლად რუსეთში საგასტროლოდ წასვლა ნაადრევია“, – ამბობდა ხელოვანი. 

 

„შეიძლება ბევრმა გამამტყუნოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ მინდა რუსეთში  წასვლა. 22 კონცერტი გავაუქმე. ფინანსურად ეს შესაძლოა დიდი შეცდომა იყო, მაგრამ მე ყოველთვის ინტუიციით ვმოქმედებ.

 

ინტუიციას აქამდე ჩემთვის არასდროს უღალატია. კიდევ ერთ რამ, რაც ძალიან მინდა შევინარჩუნო, ღირსებაა. მე ვთვლი, რომ დღეს ჩემი ქვეყნის ღირსების შესანარჩუნებლად რუსეთში საგასტროლოდ წასვლა ნაადრევია. ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება.

 

ძნელი მისაღები კი ის იმიტომ იყო, რომ მოცეკვავეების ფინანსური მდგომარეობა არ არის კარგი, მათი ხელფასი საკმარისი არ არის და ისინი გასტროლების ხარჯზე არსებობენ. "შესაბამისად, ამ კონცერტზე უარის თქმა ძალიან სერიოზული ნაბიჯი იყო."- აცხადებდა ნინო სუხიშვილი 2013 წელს.

 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "სუხიშვილების" კონცერტმა უკრაინის სხვადასხვა ქალაქში სრული ანშლაგით ჩაიარა. განსაკუთრებული მოწონება ხვდა წილად მათ მიერ "ხორუმის" შესრულების დროს სცენაზე უკრაინის სახელმწიფო დროშით გამოსვლას, რასაც დარბაზი ყველგან ფეხზე წამოდგომითა და აპლოდისმენტებით მიესალმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?