
„პოლიტიკის დროში“ , ტვ "იმედზე" ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი მარგველაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს სხვებთან ერთად „ფეისბუიქზე“ ეხმიანება „ინფო9“–ის ერთერთი დამაარსებელი და ყოფილი ტექნიკური დირექტორი ბაკურ სვანიძე.
ბაკურ სვანიძე წერს, რომ უკვე ზუსტად მიხვდა ბევრ რამეს და ჩამონათვალიც მოჰყავს:
„ძალიან ს ი მ ა რ თ ლ ე გითხრათ?
არავის ეწყინება????
ი ვ ა ნ ი შ ვ ი ლ ი ს დღევანდელი საუბრიდან, ზუსტად მივხვდი უკვე, რამ კი არა ვინ განაპირობა 2012 წლის დეკემბერში "მ ე ც ხ რ ე ა რ ხ ი ს" მენეჯმენტის შეცვლა....
ვისი გავლენით დანიშნეს იქ გენერალურ დირექტორად ის, ვინც დანიშნეს!
ვინ მართავდა რეალურად ამ ტელევიზიას და იქ პროცესებს...
და რატომ იყრებოდა ხმა, რომ თითქოს გია ხუხაშვილი მართავდა...
რატომ დაიკიდეს ის კაცი, ვისი მეშვეობითაც მანამდე რისკის ფასად გადიოდნენ ეთერში და ვისი რჩევით გააფორმეს კონტარქტი დ ა ვ ი თ ბ ე ჟ უ ა შ ვ ი ლ თ ა ნ...
მივხვდი იმასაც, საიდან მოდიოდა ამ ტელევიზიაში ამდენი საეჭვო ყოფაქცევის, ორიენტაციის, გამომეტყველების, ცოდნისა და რეპუტაციის "კადრები"... როგორც პირადი, ასევე პოლიტიკური ასპექტით... როგორც "ქალები" ასევე "კაცები"...
რისი იმედი ჰქონდა იმ გენერალურ დირექტორს და რატომ დაიკიდა მან ყველა, ვისაც მანამდე რჩევებს ეკითხებოდა, ვისზე დაყრდნობითაც გააკეთა მართლა წარმატებული პროექტი "ინფო9" და ზუსტად ვხვდები ვინ და რატომ გადააგდო იგი ასე მწარედ...
საიდან გამოჩნდა მერე "ტვ3"-ზე სამხატვრო ხელმძღვანელად ის, ვინც გამოჩნდა და ვისაც მანამდე, როგორც ჩანს "სტოსი მიყავდა მეცხრეზე"... როგორ მოხდა, რომ "ტვ3"-ის დირეტორმა დაუფიქრებლად იქირავა ის ტელეპავილიონი, რომელიც პირადად ჩემი დაჟინებული რჩევის მიუხედავად არაფრით არ იქირავა მაშინდელი "მეცხრე არხის" გენერალურმა დირექტორმა...
და ზუსტად ვიცი, რომ სწორედ "მეცხრე არხის" ყოფილი გენერალური დირექტორის რჩევით იქირავა ეს ტელეპავილიონი მერე "ტვ3"-ის დირექტორმა...
იმასაც მივხვდი ვინ უზრუნველყო კონტაქტი "ტვ3-ის დირექტორ ქალბატონსა და "მეცხრე არხის" ყოფილ დირექტორ ქალბატონს შორის...
რა ხლართებია, არა?
და ამ მხლართავების გავლენაში იყავით ასე ბავშვივით მთელი ორი წელიწადი თქვენ, ბატონო ბიძინა, ამხელა მილიარდელი კაცი?
და ვერ ხვდებოდით, რომ ის "არჩევნების მერე ხასიათს შეიცვლიდა"????
და ყურიც არ გვათხოვეთ ჩვენ - იმ ადამიანებს, ვისაც გულით გვინდოდა საქმის მართლა კარგად კეთება?
თუმცა ვინ იცის, ისინი, ვისი მეშვეობითაც მე პირადად ვცდილობდი თქვენთვის ხმა მომეწვდინა, გაწვდენდნენ?
თუ ისინიც ამ ხლართების მონაწილენი იყვნენ?
სკანდალურია ახლა ეს ჩემი განცხადება ვითომ?
თუმცა მზად ვარ თითოეულ სიტყვაზე საკუთარი თავითა და დღემდე კბილებით მოტანილი უმწიკვლო რეპუტაციით ვაგო პასუხი!!!
"ინფო9"-ის ერთ-ერთი დამაარსებელი
და ყოფილი ტექნიკური დირექტორი
ბაკურ სვანიძე“.