
ისინი მეკითხებოდნენ, რა სასწავლო პროგრამებს ახორციელებთ, რა რეფორმებს ახორციელებთ აგრარულ უნივერსიტეტში?- თუ ვინმე ამიხსნის რა ჯაჭვით მივდივართ სახელმწიფო ქონების გაფლანგვიდან აგრუნის სასწავლო პროგრამამდე მადლობელი ვიქნები,-ამის შესახებ ,,არჩევანის“ სტუდიაში დაკითხვიდან კახა ბენდუქიძემ განაცხადა.
ბენდუქიძემ პროკურატურა რამდენიმე ხნის უკან დატოვა და ,,რუსთავი 2 -ის“ ეთერში მისი დაკითხვის დეტალებზე ისაუბრა.
,,საგამოძიებო სამსახური არის სახელმწიფოს ნაწილი. თუ გვინდ ავაშენოთ სახელმწიფო პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფო ორგანოებს, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მკითხავდნენ არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს.
ის კითხვები, რომელიც არ ვიცი ვისი შედგენილი იყო ნაწილობრივ ეხებოდა პრივატიცაზიას და მნიშვნელოვნად ეხებოდა რა სასწავლო პროგრამებს. რა პროგრამები ხორციელდებოდა, თუ ვინმე ამიხსნის გაფლანგვიდან აგრუნის პროგრამებამდე რა ჯაჭვი გადის მადლობელი ვიქნები,“- განაცხადა ბენდუქიძემ.
ბენდუქიძემ იმ სავარაუდო მიზეზებზეც ისაუბრა, თუ რატომ შეიძლებოდა განახლებულიყო აგრარული უნივერსიტეტის საქმე და აღნიშნა, რომ აქ ორი მკაფიო ფაქტორი მოქმედებს:
,,პირველი: ეს საქმე, რამდენადაც ამიხსნეს იურისტებმა გაიხსნა შარშან, დაახლოებით ამ დროს.
როდესაც ჩვენ ავტორიზაციასთან დაკავშირებული შეტევა განვიცადეთ. აქ არის ორი მოდელი: ერთი კლიმატურია, რომ გაზაფხულობით ხდება გამწვავება და ჩვენც გვესხმიან თავს- ეს საინტერესო მოდელია, უფრო ნეიროფიზიოლოგიური მოდელია, ზოგადად ცნობილია გაზაფხულისა და შემოდგომის გამწვავებები, მაგრამ ეს უფრო არაადეკვატურ ადამიანების დონეზეა ცნობილი, ვიდრე სახელმწიფოს დონეზე.
მეორე: შარშან უკვე ჩადებული იყო ნაღმი, ახლა მათ წავართმევთ ავტორიზაციას , როგორც დაკარგავენ ავტორიზაციას (არ იგეგმებოდა დაბრუნება), ამის შემდეგ ამ საქმესაც გავხსნით და ამ ქონებას საერთოდ ჩამოვართმევთ -ეს ერთი ჰიპოთეზა.
აღდგა ავტორიზაცია, იმიტომ რომ უამრავმა სტუდენტმა, უცხოელმა მეცნიერმა, თანამშრომელმა თუ მოქალაქეებმა თქვეს მკაფიო: ,,გაანებთ თავი“.
შარშან დაიწყო ეს, მაგრამ რომ გაეკეთებინათ ეს აპრილში, როცა შენ მარტში წააგე საქმე, არ გამოვიდოდა და იყო იყო და რაღაცამ გამოიწვია პროვოცირება,“- აცხადებს ბენდუქიძე.
ბენდუქიძე ფიქრობს, რომ შესაძლოა ამ საქმის თავიდან გამოძიება თვითმართველობის არჩევნებთან იყოს დაკავშირებული.