ივანიშვილი: მარგველაშვილმა მითხრა, რომ არც გუნდის, არც ხალხის აზრი არ აინტერესებს

Image

გადაცემაში "პოლიტიკის დრო", ტვ "იმედზე" ბიძინა ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტთან მის უთანხმოებაზე და ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ხასიათის ბევრად სხვა თვისებები გამოავლინა.

 

"მოქალაქის" ლიდერი და ყოფილი პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია, პარლამენტის მიერ მიღებულ ერთერთ კანონზე ვეტოს დადების სურვილი და მიხეილ მაჭავარიანის ძმის, ვანო მაჭავარიანის გაფავორიტება ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც მარგველაშვილთან ხშირად უწევდა კამათი.

"არაფერი არანორმალური აქ არ ხდება, მაგრამ მე უკეთესს ველოდი. პირველი ორი თვის განმავლობაში მე მქონდა პოლემიკა უკვე არჩეულ პრეზიდენტთან, იყო გაუგებრობა, ჩვენ გვქონდა ჩაჭიდებული პოლემიკა, მან გამოავლინა ბევრი ისეთი ხასიათის თვისება არჩევნების შემდეგ, რაც მოულოდნელი იყო.

 

მან პასუხი ვერ გამცა ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით: რატომ გახდა ახალი პრეზიდენტის ფავორიტი ვანო მაჭავარიანი, როცა მისი ძმა მიხეილ მაჭავარიანი არის ძველი პრეზიდენტის ფავორიტი.

 

თანაც, მას ამძიმებდა ის, რომ როცა ჩვენ პარტიას ვქმნიდით, გიორგიმ მოიყვანა ჩვენთან მისი მეგობარი, რომელიც ჩვენი წევრი უნდა გამხდარიყო, მაგრამ გამოვიდა, რომ ის იქ მოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შეეშინებინა, აი, იქ მივედიო.

 

მოვიდა იმიტომ, რომ მიეღო სამსახური - ის დაასაქმეს და მისცეს 7.000 ლარი და მერე დამირეკა საპარტნიორო ფონდიდან გილაურმა, ეს კაცი არ დადის სამსახურში, ხელფასის ასაღებადაც არ მოსულაო და შენ ხომ არ გჭირდებაო, და ამის შემდეგ გაათავისუფლა.

 

სანამ გიორგი კანდიდატი იყო, ყველაზე უარესი დამოკიდებულება პრეზიდენტის ადმინისტრაციისადმი ჰქონდა თავად მას ჰქონდა პრინციპული მოწინააღმდეგე. როცა მას დაუსვეს შეკითხვა, რატომ ხარ ასე აგრესიულიო, მან თქვა, როგორ შეიძლება მანდ გადასვლა, ეს არის გარყვნილების და უზნეობის სიმბოლოო, მაგრამ არჩევნების შემდეგ მას პრინციპულად განსხვავებული ხასიათი აღმოაჩნდა.

 

მე მახსოვს, სააკაშვილის მთავარი ოცნება იყო, რომ ეს სასახლე რამეფრად, არ დარჩენილიყო ფუნქციის გარეშე, მეუბნებოდა, რომ ფლიგელის მიშენებაც შეიძლებოდა მთავრობისთვის და ნახეთ ნაციონალების რეაქცია, მათ ეს ძალიანაც გაუხარდათ.

 

მე არ ვამბობ, რომ მას ვუკრძალავდით იქ შესვლას, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ მისი ხასიათი ასე მოკლე დროში კარდინალურად შეიცვალა. მას ძალიან ვაქებდი, ახლა სხვა მოსაზრებები გამოვთქვი, მაგრამ ვფიქრობ, ამას მარგინალიზება არ უნდა, თუმცა, მან ბევრი სიურპრიზი გვაჩვენა და მივიღე გარკვეული იმედგაცრუება.

 

დიახ, რასაკვირველია, ვეტოს დადების შესახებაც გვქონდა უთანხმოება და სხვა ბევრ რამეზეც, მე შევხვდი მას და ვუთხარი, რომ ვეტოს დადებას გაუგებრობა მოჰყვებოდა გუნდში და ამას ვერ გაუგებდნენ, რაზეც მივიღე პასუხი, რომ მას ეს არ აინტერესებს.

 

მაშინ ვუთხარი, რომ ხალხიც ვერ გაიგებდა ამას და ამაზეც ლამაზი სიტყვებით მითხრა, რომ ესეც არ აინტერესებს... მერე რა მოხდა, მე არ ვიცი, მე არ ჩავრეულვარ, ეტყობა, მან თავად მოიფიქრა და მიხვდა, რომ პარლამენტი პირველივე მცდელობით დაძლევდა მის ვეტოს და გადაიფიქრა", – განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?