
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ იარაღის გამოყენების უფლება მისცა ყირიმის ნახევარკუნძულზე დისლოცირებული უკრაინული სამხედრო ნაწილების მოსამსახურეებს. ამის შესახებ უკრაინის სამინისტროს ვებ-გვერდზეა ნათქვამი.
"ყირიმში უკრაინელი სამხედროს დაღუპვიდან გამომდინარე, რომელიც რუსმა მეომრებმა მოკლეს, ჩვენი სამხედროების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყირიმში დისლოცირებული სამხედრო ნაწილების ჯარისკაცებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება მიეცათ,“ – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.