
სამხედროების წამების საქმეზე ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულებს დღეს დაკითხავენ.
ამის შესახებ ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
მისი განცხადებით, ბრალდების მხარის ორი მოწმის დაკითხვა დასრულდება, რის შემდეგაც, დღესვე დაიწყება ბრალდებულების დაკითხვა.
მისივე თქმით, ბრალდების მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ ბრალდებები შეთითხნილია და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკური დაკვეთაა.