
გვიან ღამით დასრულდა მთავარ პროკურატურაში აგრარული უნივერსიტეტის რექტორის ლაშა გოცირიძის დაკითხვა. დაკითხვიდან გამოსულ გოცირიძეს გულშემატკივრები და ახლობლები ტაშით შეხვდნენ.
ლაშა გოცირიძეს რამდენიმე სააათის განმავლობაში 2013 წელს აგრუნიში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ კითხავდნენ.
დღეს პროკურატურაში დაკითვაზეა დაბარებული აგრუნის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე, ბენდუქიძე უწყებაში 11 საათზე უნდა გამოცხადდეს. ასევე დაკითხვაზე დაიბარეს განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი.
,,დიდი იმედი მქონდა რომ ასე სიტუაცია არ გავითარდებოდა. ჩემს მიმართ კი არა, ზოგადად საქართველოში, რომ ასე პოლიტიკური მიზნებით ასეთი საქმის ფაბრიკაციები არ მოხდებოდა ,“- განაცხადა ბენდუქიძემ, დიმიტრი შაშკინის თქმით კი , 2013 წელს ცარიელ ადგილზე განხორციელებულმა ინვესტიციამ სახელმწიფოს მნისვნელოვანი მოგება მოუტანა.
,,სამწუხაროდ იმ ინვესტორს, რომელმაც ცარიელ ადგილზე 25 მილიონი ლარი მოუტანა სახელმწიფოს. ედავებიან ამ უნივერსიტეტს და ედავებიან ინვესტიციას, რაც ნამდვილად ცუდია,“- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.