3-წლიანი შესვენების შემდეგ ახალგაზრდა პოპვარსკვლავი, ოლივია როდრიგო, ახალი ალბომით ბრუნდება.
ოლივიამ ეს სიახლე სოციალურ ქსელში 2 აპრილს გაგვიზიარა.
მომღერალმა გულშემატკივრებს მომავალი ალბომის სახელი და გამოსვლის თარიღი გაანდო.
ახალი მუსიკალური პროექტის სახელია "You seem pretty sad for a girl so in love", რაც მას საკმაოდ განასხვავებს ოლივიას წინა ალბომებისგან: როდრიგოს პირველ ალბომს SOUR ეწოდება, მეორეს კი - GUTS, შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ გულშემატკივრები ისევ ერთსიტყვიან სახელს ელოდნენ. თუმცა, ამ მოულოდნელმა ცვლილებამ თითქმის ყველა გააოცა და ამავდროულად გაახარა.