ლეგენდარული პოპვარსკვლავი რიკი მარტინი 16 ივლისს, რუსთავში გრანდიოზულ კონცერტს გამართავს.
ცნობილი გახდა, რომ რიკი მარტინის პერფორმანსს სპეციალური სტუმარი, ავსტრალიელი მომღერალი - ნატალია იმბრულია წარადგენს.
მომღერალმა თავად დაადასტურა ეს ინფორმაცია. ასევე, მომღერალმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ ძალიან უხარია საქართველოში სტუმრობა.