-
2025-12-15 13:17
მომღერალმა ნიკა ადიკაშვილმა რიგით მესამე სიმღერაზე იმუშავა.
"ეიფორია" - ასე ჰქვია სიმღერას, რომელზეც გადაღებული ვიდეო რგოლის პრემიერა მომღერლის "იუთუბ" არხზე შედგა.
ვიდეო რგოლში მომღერლის შვილი, ანიკა ადიკაშვილიც მონაწილეობს, მსახიობ ანა დუმბაძესთან და შაკო ღელეყვასთან ერთად.
მუსიკა თავად ნიკას ეკუთვნის, ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძეა, მუსიკაზე კი ზაზა ხუბუკელაშვილმა იმუშავა.
რაც შეეხება სიმღერის რადიო პრემიერას, იგი ტალღაზე 98,9 შედგება და რადიო "აფხაზეთის ხმის" მსმენელს შეეძლება, ექსკლუზიურად მოისმინოს.
