-
2025-06-08 12:11
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე იუბილარია.
ნინომ უამრავი მილოცვა მიიღო, როგორც მეგობრებისგან ასევე უამრავი უცნობი ადამიანისგან. მან დაბადების დღის კადრები სოციალურ ქსელში გამომწერებს გაუზიარა. ულამაზეს შავ კაბაში მომღერალი ნამდვილად ბრწყინავს.
"ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ჩემი დაბადების დღე სავსე იყო სითბოთი, სიყვარულით, სიტყვებით, სიურპრიზებით და გულწრფელი ემოციებით.
გმადლობთ თითოეულს, ვინც გამიხსენეთ, მომილოცეთ, მეფერეთ და მაჩუქეთ ის ენერგია, რაც ასე მჭირდებოდა. მიყვარხართ თქვენი სიყვარული მე მაბედნიერებს" - წერს ნინო ჩხეიძე სოციალურ ქსელში.
