-
2023-06-13 13:00
დაუვიწყარი სამშაბათი! - დღეს, 22:00 საათზე, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემაში ,,ღამის პრაიმ თაიმი" ნინო ჩხეიძის სოლო კონცერტი გელოდებათ.
კონცერტი მომღერლისა და ტელეწამყვანის იუბილეს ეძღვნება.
გადაცემაში გაჟღერდება სიმღერები, რომლებიც ნინო ჩხეიძის რეპერტუარიდან ჯერ არ მოგისმენიათ - დუეტები ზუკა ხუციშვილთან, პაატა გულიაშვილთან და გია სურამელაშვილთან ერთად.



ასევე გელოდებათ, ყველა ის ჰიტი, რომელიც მსმენელს ძალიან უყვარს.
სიურპრიზი რუსთავი 2-ისგან, ცოცხლად შესრულებული ინსტრუმენტები, ქართლული ნაციონალური ცეკვა, და არა მხოლოდ...
გადაცემაში ნახავთ შოუს, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ.