"ერთადერთხელ, მამაჩემმა, ზურამ, სახეში ისე გამარტყა სილა, შორს გამიქნია და რომ მახსენდება, ახლაც მტკივა"- გიორგი ყიფშიძე

Image

ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ საკუთარი ბავშვობა გაიხსენა. როგორც მსახიობი ინტერვიუში ამბობს, თინეიჯერობის პერიოდში, ბევრი ისეთი საქციელი ჩაუდენია, რომლის მოყოლაც დღეს, ცოტა არ იყოს, უჭირს და არ სიამოვნებს.

 

"ძალიან ცელქი და ფათერაკიანი ბავშვი ვიყავი. ამის გამო ხშირად ვეხვეოდი შარში და სულ თავგადასავლებში ვიყავი. ხშირად მოდიოდნენ ჩვენს სახლში სტუმრები, იშლებოდა სუფრები... შევძვრებოდი მაგიდის ქვეშ, ფეხსაცმელების თვალიერება მიყვარდა, იქ ჩემი სამყარო მქონდა... (იცინის). არ დამავიწყდება, ერთ დღესაც მოვიდნენ სტუმრები, გაიშალა სუფრა, შევძვერი მაგიდის ქვეშ და არც ვაციე და არც ვაცხელე, ერთ-ერთ სტუმარს ფეხებშუა ჩანგალი გავუქანე და ვდრუზე. შიგ კვერცხებში მოხვდა, მაგრამ გადარჩა. ჯინსები ეცვა და ჩანგლის წვერები ბოლომდე არ გაატარა, თორემ კი დავტოვებდი უშვილოს. ახლაც ამბობს ის ადამიანი: დღემდე მხოლოდ ჯინსის შარვლებს ვიცვამ, ამან გადამარჩინა, თორემ კაცი არ ვიქნებოდიო. ხომ ასეთი ცელქი ვიყავი, მაგრამ, იმავდროულად მორცხვიც გახლდით. მაგალითად, მასწავლებელი დაფასთან რომ გამიძახებდა, გაკვეთილის მოყოლა მრცხვენოდა, არადა ვიცოდი. ვინ წარმოიდგენდა, რომ მე მსახიობი გამოვიდოდი?

უბრალოდ, მეჩხუბებოდნენ. ალბათ, მაინც მინდობდნენ გვარის გამგრძელებელს. თუმცა, ერთადერთხელ, მამაჩემმა, ზურამ, სახეში ისე გამარტყა სილა, შორს გამიქნია და რომ მახსენდება, ახლაც მტკივა.

სკოლის დროს ცუდი პერიოდი მქონდა და ხშირად მიწევდა მეგობრებთან ერთად ქურდებთან ასვლა, საქმის გარჩევა. ეს ყველაფერი მაშინ მუშაობდა. კლასელთან ვიჩხუბე, შემაგინა, შევაგინე, გავიწიეთ, გამოვიწიეთ და თან ვემუქრებოდი – ამას გიზამ, იმას გიზამ-მეთქი. მერე, უბანში მომთხოვეს: რომ იქადნებოდი ამას გიზამ, იმას გიზამ, ხომ არ უნდა შეირჩინო, გელოდებით, როდის იზამო. ერთი სიტყვით, რახან ვთქვი, სიტყვა შევასრულე, სისულელე ჩავიდინე და მომიწია იმ ბიჭის დაჭრა. თან, იმ მომენტში ვფიქრობდი, როგორ დავჭრა ისე, რომ არ მოკვდეს-მეთქი. ბოლოს ხელში დავჭერი და გავიქეცი. რამდენიმე დღეში მე, დედა და მამა მივდიოდით სტუმრად, ზურამ კარი გამოაღო და დახვდა ორი მოტირალი ქალი, ანუ იმ დაჭრილი ბიჭის დედა და ბებია. შემოვიდნენ სახლში და ზურას უთხრეს: თქვენმა შვილმა, ჩვენი ბიჭი დაჭრაო. არასოდეს დამავიწყდება ზურას სახე. აიჭრა, გაფითრდა, გაოგნდა... მომიტრიალდა და ისე მგლიჯა სახეში, გადავფრინდი." -ამბობს მსახიობი გიორგი ყიფშიძე ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !