-
2022-07-01 15:25
დღეს უელსის პრინცესას, შეუდარებელი დაიანა სპენსერის დაბადების დღეა. ლედი დი 61წლის გახდებოდა. პრინცესა დაიანა 1997 წლის აგვისტოში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
სტილის შეუდარებელი მაგალითი- პრინცესა დაიანა მოდის სფეროში დღემდე დიდი პატივისცემით მოიხსენიება. სამეფო ოჯახის წევრი თავისი სამოსით მკაფიოდ გამოხატავდა განსხვავებულ და ინდივიდუალურ სტილს.




უცხოური მედიის ცნობით, მას მშობლები მკაცრი არისტოკრატიული და ტრადიციული წესებით ზრდიდნენ. დაიანას ძალიან უყვარდა ბავშვებთან ურთიერთობადა ლონდონში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, საბავშვო ბაღში დაიწყო მუშაობა.
1981 წელს პრინცმა ჩარლზმა და ლედი დაიანამ გრადიოზული ქორწილი გადაიხადეს. თუმცა,სამწუხაროდ მათი ქორწინება ცხოვრების ბოლომდე არ გაგრძელდა. დაიანასთვის სამეფო ოჯახის მითითებებით ცხოვრება ძალიან რთული აღმოჩნდა, ასევე ვერ ეგუებოდა მედიას, რომლის განხილვის საყვარელი თემა თავად იყო. პრინცესა ძირითად დროს შვილების აღზრდას უთმობდა და თითქმის აღარსად ჩნდებოდა, თუმცა არასდროს მიუტოვებია ის, რაც ყოველთვის ძალიან უყვარდა - ქველმოქმედება. სწორედ მისი განსაკუთრებული ჰუმანურობისა და გულისხმიერების გამო მას ხალხის პრინცესა ეწოდა.

