-
2022-07-01 13:33
გადაცემა "ღამის პრაიმტაიმში" დაუჯერებელ ამბებზე ისაუბრეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა ცხოვრობენ სახლებში სადაც გასაბჭოებამდე ეკლესიები იყო აშენებული.
ავლაბარში მთავარანგელოზის ქუჩაზე, ეკლესიის ნატაძრალზე ახლა საცხოვრებელი სახლია აშენებული. ამ სახლში მცხოვრები ადამიანების თქმით, იქ ბევრი უბედურებაა მომხდარი.
იმ ადგილზე, სადაც იყო საკურთხეველი, ახლა საპირფარეშოებია განთავსებული და თეოლოგი ლაშა ცაიშვილის თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ ამ საცხოვრებელ სახლში ბევრი უბედურებაა მომხდარი.
"საერთო სამზარეულო გვქონდა, ქალი, რომელსაც პატარა ბავშვი ჰყავდა, ვედროთი წყალს ადუღებდა სამზარეულოში. წყალი გაზიდან გადმოდგა, ეს პატარა ბავშვი დაბლა დასვა და პირდაპირ ადუღებული წყლის ვედროში ჩაუვარდა.ვერაფრით ვერ გადაარჩინეს ბავშვი."-იხსენებს ამ სახლის ერთერთი მცხოვრები