-
2022-06-30 14:54
ნინუცა მაყაშვილმა ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში საყვარელ ადამიანზე ისაუბრა. როგორც მან ინტერვიუში აღნიშნა,იპოვა ადამიანი, რომელმაც მის გარშემო ყველაფერი შეცვალა და სამყარო ამოატრიალა.
"რაც ედუ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, ჩემ გარშემო ყველაფერი შეიცვალა, სამყარო ამოტრიალდა. რვა თვეა, ერთად ვართ და ეს ადამიანი, მართლა ენერგეტიკულად ჩემია. ამ ადამიანის გამოჩენამდე ვინმესთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ მქონდა. მით უმეტეს, სერიოზულის. მაგრამ ედუს შემთხვევაში იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები, გაანალიზებაც ვერ მოვასწარი.


ორი იდეალური ნაწილი რომ შეხვდება ერთმანეთს და იდეალურად ეწყობა, ზუსტად ეს შემთხვევაა. გაგვიმართლა ორივეს. ამ ადამიანის გვერდით თავს მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ. მეტს ვერაფერს გეტყვით, პირადი არის პირადი. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ბოროტი ადამიანია და არ მინდა მათი უაზრო კომენტარების კითხვა. ამიტომ, მაქსიმალურად ვერიდები ამ თემაზე საჯაროდ საუბარს. ერთს ვიტყვი: ყველას აქვს უფლება, იყოს ბედნიერი. ამიტომ, რასაც ვთვლი საჭიროდ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, იმას ვიტყვი, მეტს ვერაფერს. სხვათა შორის, ესეც ისეთივე ბოდიალაა, როგორიც მე, ასე რომ, ამ ზაფხულს ოჯახთან და საყვარელ მამაკაცთან ერთად გავატარებ. ზოგადად, დახურული მაქვს პირად თემებზე საუბარი. მე ჩემი პირადი სივრცე მაქვს, ედუს – თავისი, თუმცა ორივეს ერთნაირი ინტერესები გვამოძრავებს, მაგალითად, მოგზაურობა, სხვადასხვა ადგილების დათვალიერება, ბოდიალი... თუ მას გადაღებები არ აქვს და შესაბამისად, მეც მცალია, დავადებთ თავს და ვმოგზაურობთ. მინდა, ეს ზაფხული აქტიურად გავატარო ოჯახის წევრებთან ერთად და ჯერ არც ის დამიგეგმებს, სად დავისვენებ."
