-
2022-06-30 13:35
გუშინ ლევან კბილაშვილის გარდაცვალებიდან 9დღე გავიდა. მომღერლის დედამ სოციალურ ქსელში გარდაცვლილ შვილს ემოციური პოსტი მიუძღვნა:
“დღეს მეცხრე დღეა, ჯოჯოხეთური, გაუსაძლისი, სული და ხორცი ერთდროულად კი არ მეწვის, მეხრუკება. შენ როგორ ხარ დე, ვემზადები მოვიდე, გნახო, ალბათ უკვე დაისვენე, ისე იყავი ემოციებისგან დაცლილი. ტელეფონს დავყურებ ყოველ წუთს შენს შეტყობინებას ველოდები მაგრამ…. როგორ ძლებ. ამ ხუთი წლის მანძილზე ხომ არ ყოფილა დღე, ჩვენ არ გვესაუბრა, დღის ბოლოს ყოველ საღამოს თუ არ მირეკავდი მწერდი …დე სახლში ვარო უკვე. ცხრა დღეა არაფერი მოგიწერია, არც დაგირეკავს. არადა გელოდები, გელოდები და დაგელოდები აბა რა ვქნა, ბიჭებიც გელოდებიან, მათ ხომ ისე უყვარხარ ქართულად მღეროდნენ ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე, სიმღერა იქით იყოს კონცერტის დროს მათ გვარებს ქართული თარგმანით აცხადებდი. ჩემო ლევანო, სულით ხორცამდე ქართველი ხარ, დიახ ხარ და სულ ასე იქნება “გენაცვალე შენ“ როგორც შენ იტყოდი. “მიყვარხარ დე, კარგი დედი “ ასე მთავრდებოდა ყოველ დღე რამოდენიმეჯერ ჩვენი საუბარი”, – წერს კბილაშვილის დედა.