
ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ პოსტში იგი წერს რომ თაობები არ გვაპატიებენ თუ კიდევ გავუშვით ხელიდან, ევროპასთან დაახლოების შანსი.
"ამ 6 თვეში გამოჩნდება, ვის უნდა ევროკავშირი, ვინ დგას სკამებზე მაღლა, ვინ არის საქართველოს ნამდვილი მამულიშვილი.
პირადად მე, მზად ვარ ვიყო რიგითი ჯარისკაცი ევროკავშირში გაწევრების გზაზე.
თაობები არ გვაპატიებენ ევროპასთან დაახლოების ნანატრი შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას.
გთხოვთ საქართველოსთვის!"- წერს ჩანადირი