"ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­საც აწე­რია ნინი ქარ­სე­ლა­ძე.ამ ვი­დე­ო­ში ნინი არ არის"- ხათუნა ჟორდანია

Image

 

გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს რომ ახალ­გაზ­რდა ქალი "სტა­ი­ან­შიკს“ აგი­ნებს. ვი­დეო რამ­დე­ნი­მე წუთს გრძელ­დე­ბა და ორი დღეა, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ტრი­ა­ლებს, წარ­წე­რით: "ნინი ქარ­სე­ლა­ძე".

 

ვი­დე­ო­ში კი რე­ა­ლუ­რად სულ სხვა გო­გო­ნაა. სწო­რედ ამ თე­მა­ზე გა­ა­კე­თა პირ­და­პი­რი ჩარ­თვა ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მკურ­ნა­ლო­ბის კურსს სტამ­ბოლ­ში გა­დის...

"არ ვა­პი­რებ­დი გა­მო­ჩე­ნას და ლა­ი­ვის ჩარ­თვას, სტამ­ბოლ­ში ვარ, ვი­ზიტ­ზე ჩა­მო­ვე­დი. აქამ­დე სამ თვე­ში ერთხელ მი­წევ­და ჩა­მოს­ვლა და ბო­ლოს ექვს თვე­ზე გა­და­მიყ­ვა­ნეს. ცოტა დაგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­მო­ვე­დი და და­ი­ნა­ხეს რა­ღაც ახა­ლი პრობ­ლე­მა, რის გა­მოც, ახლა გავ­დი­ვარ მკურ­ნა­ლო­ბის კურსს, სხი­ვებს ვი­კე­თებ. არც თავი მქონ­და ლა­ივ­ში ჩარ­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბით არ მინ­და ხოლ­მე ეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც მი­ყუ­რე­ბენ და იმე­დი აქვთ, რომ სიმ­სივ­ნე არ არის გა­ნა­ჩე­ნი და ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი.

მე ვი­ყა­ვი და ვიქ­ნე­ბი ამის მა­გა­ლი­თი, ზუს­ტად ვიცი ის პა­ტა­რა პრობ­ლე­მა რაც ამ წუ­თას არის, იმა­საც მო­ვე­რე­ვი და ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ, რომ მო­ვე­რიო ამ ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბას.

დღეს ჩემი ჩარ­თვის მი­ზე­ზი სხვა ამ­ბა­ვია, ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­საც აწე­რია ნინი ქარ­სე­ლა­ძე. არ მი­ვაქ­ცევ­დი ყუ­რა­დღე­ბას, რად­გან ამ ვი­დე­ო­ში ნინი არ არის, მაგ­რამ ყველ­გან სა­თა­უ­რად წე­რია, ნინი ქარ­სე­ლა­ძე. შე­ვე­ცა­დე ჩემი ძა­ლე­ბით ყვე­ლას­თვის მი­მე­წე­რა, ვინც აგი­ნებს ნი­ნის, მე და ჩემს ოჯახს. მე ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია ვამ­ბობ, რო­მე­ლიც ვიმ­ყო­ფე­ბი სტამ­ბულ­ში და ვი­ტა­რებ მკურ­ნა­ლო­ბის კურსს, რომ ის გო­გო­ნა არ არის ნინი ქარ­სე­ლა­ძე და ძა­ლი­ან გთხოვთ, გა­მი­წი­ეთ ან­გა­რი­ში. მარ­ტო იმი­ტომ რომ არ ვიმ­სა­ხუ­რებთ არც მე და არც ჩემი შვი­ლი ამ­დე­ნი ტა­ლა­ხის სრო­ლას და ასეთ ლან­ძღვა-გი­ნე­ბას. ჩარ­თვის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ეს იყო.

მაგ­რამ ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ებ­რძვის ამ და­ა­ვა­დე­ბას მო­ვუ­წო­დებ, რომ არ და­ყა­როთ ფარ-ხმა­ლი, ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი და მე ჩემი სი­ცო­ცხლით და­გიმ­ტკი­ცებთ, რომ ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბა გან­კურ­ნე­ბა­დია, თუ ადა­მი­ა­ნი მო­ინ­დო­მებს.

ყვე­ლა ვინხც მე მი­ყუ­რებს ვთხოვ, რომ თუ ნა­ხავთ ვი­დე­ო­ებს, სა­დაც ნი­ნის იხ­სე­ნი­ე­ბენ ცუდი სი­ტყვე­ბით, იქ­ნებ მოგ­ვეხ­მა­როთ და და­იც­ვათ ჩემი შვი­ლი, იმი­ტომ რომ ის არ არის ამ ვი­დე­ო­ში მო­ნა­წი­ლე მთა­ვა­რი პერ­სო­ნა.

დღეს დას­ხი­ვე­ბის შემ­დეგ ოთახ­ში ვი­წე­ქი და სულ ინ­ტერ­ნეტ­ში ვარ, უამ­რავ ად­გი­ლას ამო­მი­ვარ­და ვი­დეო, სა­დაც აწე­რია, ნა­ხეთ, რას აკე­თებს ნინი ქარ­სე­ლა­ძეო. ამ წუ­თას არ ვიმ­სა­ხუ­რებთ იმას, რომ უპი­რო­ბოდ ლან­ძღონ ჩემი შვი­ლი და ოჯა­ხი".- ხათუნა ჟორდანია

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !