
14 ივნისს, წალკის კანიონის უნიკალური ეკოტურისტული სივრცე ვიზიტორებისთვის გაიხსნა. შესაბამისად, იქ მისული დამთვალიერებლებისთვის ახალი ლოკაცია ამოქმედდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი შემდეგ ეტაპზე ფინანსური მხარეა - რა ღირს „ბრილიანტის ხიდზე“ გასეირნება?!
3 წლამდე დამთვარიელებლისთვის ხიდზე გასვლა უფასოა. 3-12 წლამდე შესვლის ღირებულება 19 ლარს შეადგენს, ამავე ასაკის უცხოელი ვიზიტორისთვის კი მისი მონახულება 34 ლარად არის შესაძლებელი. საქართველოს მოქალაქეებისთვის ხიდზე გასვლა 29 ლარი ღირს (ამჟამად მოქმედებს 40%-იანი ფასდაკლება), ხოლო უცხოელებისთვის - 49 ლარი.