
ოთხშაბათს რადიო „დარდიმანდსა“ და „აფხაზეთის ხმაზე“, ტელევიზიებში „დარდიმანდსა“ და „აფხაზეთისხმაზე და რადიოსადგურების ფეისბუქ გვერდზე გავიდა ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა „სტუმრად ნინოსთან“
გადაცემაში ნინოს სტუმარი იყო მომღერალი ოთო ნემსაძე,სიმღერის "უკრაინოს" პრემიერით.
„კარგად ვარ იმიტომ რომ იმას ვაკეთებ, რაც მომწონს და მერე რა მოყვება ამას,შედეგებზე არასდროს არ ვფიქრობ.
როგორც ოთომ თქვა, ყოველდღიურად ძალიან ახლოსაა მუსიკასთან და მუდმივად მუშაობს ის და თავისი ჯგუფი, რადგან „წინ წავიდნენ“ და მეტი გაუკეთონ ქართულ როკ-მუსიკას.
„სულ იმას ვფიქრობთ, რამე ისეთი შევქმნათ რაც დარჩება ქართულ მუსიკას და არა ის, რაც გაჰიტდება."
როგორც მომღერალმა ისაუბრა, ახალ ალბომზე მუშაობს და მისი ალბომი ძალიან მალე გამოვა. „აქამდეც უნდა გამოსულიყო, თუმცა პანდემიამ ხელი შეუშალა.
ოთომ ასევე ისაუბრა თავის ჯგუფზე. მოიკითხა ჯგუფის თითოეული წევრი და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.
„ვთვლი რომ ვიპოვე ის მუსიკოსები, ვისთანაც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს.“
როგორც ოთომ თქვა, სიმღერა რომლის პრემიერითაც ნინოს გადაცემაში მოვიდა, მისი პირველი დაწერილი მუსიკაა და იგი უკრაინაში ცხოვრების დროს დაწერა.
„გულიდან რაც მქონდა შინაგანი....ის გავაკეთე, მაგრამ ტექსტის დაწერა ვერ მოვასწარი მაშინ. თუმცა, შემდეგ ერთი ძალიან კარგი გოგონა, ტატიანა ვლასოვა დამეხმარა. ძალიან კარგი უკრაინული ტექსტი გამიკეთა. სიმღერა არის იმაზე,რაც დღეს ყველა უკრაინელის გულში ხდება.“
სიმღერის არანჟირებაზე იმუშავა ჯგუფმა, რომელთან ერთადაც ახლა ოთო მუშაობს. ხმის ჩამწერი სტუდია ზაზა გოჩიტაშვილის.
მომღერალმა უკრაინელებს მათ ენაზე მიმართა.
„მათ დაგვანახეს, როგორ უნდა ქვეყნის დაცვა ერთად დგომა და ძალიან დიდ ბოროტებასთან თუნდაც შიშველი ხელებით ბრძოლა.