
ამჯერად ერთ-ერთი ცნობილი ბიოქიმიო-ფარმატოლოგი გიორგი ღოღობერიძე საუბრობროს ყველასთვის საყვარელ ქიშმიშიან პასკაზე, კერძოდ, სასარგებლოა თუ არა ქიშმიში ჩვენთვის.
გიორგი ღოღობერიძის თქმით - ყურძნის მარცვლები მდიდარია ვიტამინი B2 და B6-ით, ასევე - კალიუმით. რა სარგებელი აქვს საბოლოო ჯამში მას? – ქიშმიში წარმოადგენს გაჯერებულ გლუკოზას. ვიტამინი B2 არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვიტამინი, რომელიც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება, განსაკუთრებით, მიტოქონდრიებს. მისგან მიიღება ფადი – ის ასრულებს შუამავლის როლს, რომელიც გვაძლევს ატეეფს.
ენერგიის საკმაოდ დიდ წყაროს იძლევა ვიტამინი B2. როდესაც ადამიანი განიცდის მის ნაკლებობას, ვლინდება ტუჩის კუთხეების ანთება, ნახეთქები, პირის ღრუს ანთება, ქვეითდება ერითროციტების რაოდენობაც.