
ირაკლი მაქაცარიას ვოგის ყურადღების ცემტრში მისი მოდის სამყაროსადმი სიყვარულის გამო მოექცა.გამოცემის თქმით ქართველი ტელეწამყვანო იკრაინაში ერთ-ერთოი ყველაზე პოპულარული მამაკაცია. გახსნილი, კეთილი და უბრალო ადამიანი - ასე ახასიათებს ირაკლი მაქაცარია საკუთარ თავს უკრაინულ "ვოგთან" ინტერვიუში.
სოციალურ ქსელში ირაკლი მაქაცარია ხშირად აქვეყნებს საკუთარ ლუქებს, ამჯერად ის იტალიური ბრენდის Emporio Armani-სთან თანამშრომლობის შედეგს აზიარებს
„მე თავს მოდურ ადამიანს ვერ ვუწოდებ, რადგან მოდის ტენდენციები მუდმივად იცვლება და მას ფეხს არ ვუწყობ. ჩემთვის მთავარია, გამოვიყურებოდე კომფორტულად და ჰარმონიულად. შემიძლია მოვირგო როგორც სპორტული, ისე კლასიკური სამოსი"- ამბობს ირაკლი მაქაცარია
როგორც სტატიაშია ნათქვამი ირაკლი ბავშობაში ოცნებობდა მაიკლჯექსონად გარდასახულიყო. მაიკლ ჯექსონის მანერები, სტილ, მოძრაობებიი ტელეწამყვანისთვის ყოველთვის მისაბაძი იყო.