
გავრცელებული ინფორმაციით "ოლიმპიაკოსთან" მატჩამდე "ანორთოსისის" მწვრთნელი შეუძლოდ გახდა.
თემურ ქეცბაია საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი , მისი მეუღლე კატერინა ქეცბაია ამბობს , რომ მატჩის დასრულების შემდეგ მან გამოკვლევები ჩაიტარა.
ჯერჯერობით უცნობია მიზეზი თუ რატომ გახდა თემურ ქეცბაია ცუდად , მაგრამ ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.