-
2021-04-26 17:50
ირინა შეიკი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია. 2010 წელს კი გახდა პირველი რუსი მოდელი, რომელმაც Sports Illustrated-ის გარეკანი დაამშვენა. თუმა, მისი წარმატების გზა ნამდვილად არ ყოფილა მარტივი. ირინას დედა პიანისტი იყო და საბავშვო ბაღში მუშაობდა, მამა კი მეშახტე, რომელიც პნევმონიით გარდაიცვალა. დედასთან და დასთან ერთად მარტო დარჩენილმა 14 წლის ირინამ გადაწყვიტა ოჯახი თავად ერჩინა და არასდროს დაქორწინებულიყო.
“ყოველთვის ვგრძნობდი, რომ არასწორ სხეულში დავიბადე და ბიჭი უნდა ვყოფილიყავი, ალბათ ეს იმიტომ ხდებოდა, რომ მამაჩემს ყოველთვის სურდა ბიჭი ჰყოლოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ვფიქრობდი, რომ ეს სწორედ ის დრო იყო, როდესაც ოჯახზე მე უნდა მეზრუნა და გადავწყვიტე არასდროს დავოჯახებულიყავი. რა თქმა უნდა, დრო გავიდა და ცხოვრებამ გამზარდა, თუმცა ეს შეგრძნება დღემდე მახსოვს.”
ცხოვრებაში არსებული სირთულეების მიუხედვად, ირინამ წვრილმანების დაფასება ისწავლა და გააანალიზა, რომ შრომისმოყვარეობით მიღწეული მიზანი უფრო მეტადაა დასაფასებელი. მისი აზრით, ცხოვრება დაუმსახურებლად არაფერს გვიბოძებს, ამიტომ ადამიანებს ურჩევს, რომ არასდროს დანებდნენ და იყვნენ მიზანდასახულები.
“მე ნამდვილად ვისწავლე შრომისმოყვარეობა და არა მხოლოდ იმით დაკმაყოფილება, რასაც ცხოვრება მიბოძებს. ჩემთვის მისაბაძი ადამიანები დედა და ბებია იყვნენ, ძლიერი ქალები, რომლებიც მარტივად არასდროს ნებდებოდნენ. ადრეული ასაკიდანვე ვიცოდი, რომ ცხოვრება დაუმსახურებლად არაფერს გვაძლევს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივყვეთ ჩვენს სურვილებს და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.“