
ერთი უბრალო გოგოს ისტორია, რომლის ისტორიაც კონკიას ზღაპარს ჰგავს, სამეფო კარის ექსპერტების აზრით, მალე შესაძლოა, პრაგმატულ ამბად გადაიქცეს. მეგან მარკლსა და პრინც ჰარის შეუღლების დღიდან, უამრავი კრიტიკოსი ჰყავს. ბოლო დროს, განსაკუთრებით კი, წყვილის ოპრა უინფრის შოუში სკანდალური ვიზიტის შემდეგ, მეგანსა და ჰარის დაშორებას სულ უფრო მეტი ადამიანი უწინასწარმეტყველებს.
ლედი კოლინ კემბელი, ცნობილი ბრიტანელი მწერალი და სამეფო კარის ექსპერტი, ამბობს რომ „ჰარი და მეგანი ერთად დიდხანს ვერ გაძლებენ“. ლედი კოლინმა ამაყად განცხადა, რომ მეგანი მისი სახელის ხსენებასაც კი ვერ იტანს, რადგან ჰერცოგინიაზე ყოველთვის მწარე სიმართლეს წერს. მწერალი თვლის, რომ მეგანის რეპუტაცია უარყოფითად აისახება ჰარისთან ურთიერთობაზე და წყვილი ამ კავშირს დიდხანს ვეღარ შეინარჩუნებს.
„მას ენაზე კბილის დაჭერა არ შეუძლია“ - ამბობს ლედი კოლინი და იხსენებს წყვილის სტუმრობას ოპრა უინფრის შოუში. როდესაც მეგანი საიდუმლო ქორწილზე საუბრობდა, ჰარის სახეზე აშკარად ეტყობოდა უკმაყოფილება. სწორედ პრინცის რეაქციებმა გათქვა ის, რომ მეგანი სიმართლეს არ ამბობდა და მათ გადაცემაში მისვლამდე ერთმანეთთან ამ და სხვა საკითხებზე არ უსაუბრიათ.
გარდა ამისა, კრიტიკოსები აღნიშნავენ იმასაც, რომ პრინც ფილიპეს გარდაცვალების შემდეგ, ოჯახმა მეგანი შეიძლება ითქვას, უარყო. მეგანისა და სამეფო ოჯახის ურთიერთობა არც არასდროს ყოფილა დალაგებული, მაგრამ ექსპერტების აზრით, ახლა ის უკიდურეს ზღვრამდეა მისული.