
ცნობილი ტელესახე, ეკა მიშველიძე სოციალურ ქსელში ქალიშვილის, მაკო კვიტაიშვილის ფოტოებს აქვეყნებს სათაურით: "მალე ბებია გავხდები".
ვითონ, მაკომაც გამოაქვეყნა საკუთარი აუდიტორიისთვის სურათები. როგორც ჩანს, ულამაზესმა ორსულომა თემატური ფოტოსესია მოიწყო.
მან ორსულობას სტატუსიც მიუძღვნა:
„ვიცი, რომ ყველას თავისი აზრი აქვს ორსულობის შესახებ.ზოგს ცუდად ახსენდება ის ცხრათვიანი პროცესი სხვადასხვა მიზეზის გამო,ზოგს კი ჩემსავით ჰარმონიული ორსულობა აქვს. დარწმუნებით ვამბობ, რომ ეს პერიოდი ჩემთვის ყველაზე ლამაზი და საინტერესო გამოცდილებაა“. - წერს მაკო კვიტაიშვილი