
სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს “ოსკარის” რიგით 93-ე დაჯილდოება გაიმართა, რომელსაც არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრო.
ეს საღამო ისტორიული გამოდგა ლეგენდარული მსახიობისთვის, 83 წლის ენტონი ჰოპკინსისთვის, რომელიც გახდა ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, რომელმაც „ოსკარის“ ჯილდო მიიღო.
ენტონი კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოსთვის ფილმ “მამა”-ში „საუკეთესო მამაკაცის როლის“ კატეგორიაში იყო წარდგენილი.