-
2021-04-26 14:29
რუსკა ქარქაშაძე, ბევრისთვის უკვე საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. რუსკა დიდი აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელებში, განსაკუთრეებით კი „ინსტაგრამზე“, სადაც მას 150 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და მათ ყოველდღიურად უზიარებს დეტალებს საკუთარი ცხოვრებიდან.
ამჯერად ახალგაზრდა მსახიობი გამომწერებს ახალი იმიჯის ფოტოებს სთავაზობს. მან თმის ფერი შეიცვალა, რასაც უამრავი დადებითი კომენტარი მოჰყვა.
როგორც ცნობილია, რუსკა ქარქაშაძე მსახიობის პროფესიას ბავშვობიდან ეუფლებოდა. მას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში არაერთი როლი აქვს შესრულებული, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილი ტელესერიალ „ხელოვნური სუნთქვიდან“ გახდა, სადაც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, მელანოს როლი შეასრულა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2014-07-12 23:09
-
2014-07-12 09:24
-
2014-07-10 17:16
-
2014-07-10 02:01