-
2021-04-23 15:38
ინგრედიენტები:
1 კგ კარტოფილი
სულგუნი
3 კვერცხი
საფანელი
მარილი
მომზადების წესი:
მოვხარშოთ გათლილი კარტოფილი, ამასობაში დავჭრათ კუბიკებად სულგუნი, გაითვალისწინეთ რაც უფრო პატარა ნაჭრებად დაჭრით კარტოფილს, მით უფრო ჩქარა მოიხარშება. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი, ხოლო როცა კარტოფილი მოიხარშება ჩავტყლიჭოთ ისე, რომ მივიღოთ პიურეს მსგავსი მასა. თითოეულს დაუმატეთ მწიკვი მარილი, შემდეგ პიურეს გულში გაუკეთეთ დაჭრილი სულგუნი დაამრგვალეთ, ამოავლეთ ჯერ კვერცხში, შემდეგ საფანელში და შეწვით ზეთში. (გაითვალისწინეთ, ზეთი უნდა ფარავდეს მასას).
სულ ეს იყო, გემრიელად მიირთვით!