-
2021-04-22 17:49
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აღდგომის წინა პერიოდში ეპიდემიოლოგიური კუთხით მოვლენებს დააკვირდებიან და ამის შემდეგ შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვების შემოღების საკითხიც დადგეს.
კითხვაზე, თუ რა იქნება პირველი შეზღუდვა, რასაც სახელმწიფო ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის შემთხვევაში დააწესებს, თამარ გაბუნია პასუხობს:
"შესაძლოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა შეზღუდვის ამოქმედება გახდეს საჭირო. ერთიანი მზა რეცეპტი, თუ როდის დაიწყება ზომების გამკაცრება, არ არსებობს".
მან საზოგადოებას აღდგომის დღესასწაულზე წესების დაცვა და ხალხმრავლობისგან თავის არიდება მოუწოდა.