
Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა. ეს ადამიანი ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელი მიხეილ ლომთაძეა.
ამ დროისთვის რეიტინგში ლომთაძე 804-ე პოზიციაზეა და მისი ქონება 3,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. (forbes-ის მილიარდერების რეიტინგი რეალურ დროში)
“კასპი“ ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინტეკური (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა. მას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
ლომთაძე ყაზახეთში სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში აქტიურად არის ჩართული, ასევე იქ ბევრ სოციალურ აქტივობებს ახორციელებს.