-
2021-04-22 14:36
გაერთინებულ სამეფოში, სამეფო ოჯახის მიმართ მითქმა-მოთქმა არ წყდება, რადგან პირველ რიგში დიდი ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ პრინცი ჰარი დედოფლის დაბადების დღეს არ დაელოდა და მალევე დაბრუნდა კალიფორნიაში, ხოლო მეორე ის, რომ ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ.
რამდენიმე საათის წინ, ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი უისტჰემში მდებარე 282-ე საავიაციო ბაზას ესტუმრნენ.
აღნიშნული ვიზიტი პირველია მას შემდეგ, რაც პრინცი ფილიპი გარდაიცვალა და შესაბამისად, მათ საჯარო ვიზიტის დასაგეგმად დედოფლი ელიზაბეტის თანხმობა დასჭირდა, ვინაიდან ოჯახში გლოვა არ დასრულებულა.
ხოლო პრინცი ჰარის მოულოდნელმა დაბრუნებამ კალიფორნიაში, განსაკუთრებული ყურადღება იმ დამთხვევის გამო დაიმსახურა, რომ 21 აპრილს დედოფალი ელიზაბეტის დაბადების დღე იყო და საზოგადოება სასექსის ჰერცოგისგან ამ მძიმე ვითარებაში ოჯახში დარჩენას ელოდა.
მიზეზი კი, რის გამოც პრინცი ჰარი ასე მოიქცა, მეგან მარკლის ორსულობა აღმოჩნდა, რადგან ის სულ მალე იმშობიარებს.