
მონიკა ბელუჩი პაპარაცებმა იტალიაში, ახალი ფილმის გადაღებაზე, სცენებს შორის შესვენების დროს გადაიღეს. ლამაზმანის ამოცნობა ახალ გძელ, ნაცრისფერ პარიკსა და ქუდში მარტივი არ არის. უხეშ ტანსაცმელში გამოწყობილი მონიკა, ჭაღარა, გრძელი თმით, მე-18 საუკუნიდან გადმოსულ ჯადოქარს ასახიერებს.
როგორც ირკვევა, ის რომში, ახალი ფილმის "მოდის ღამე 2"- ის გადაღებაზე იმყოფება, რომელშიც ძლიერ, ბავშვებზე მზრუნველ და კეთილ ჯადოქარ დოლორესს აცოცხლებს.