
პრინცი ფილიპის დაკრძალვის ცერემონია სამი არხის მეშვეობით მიმდინარეობდა, ესენია: BBC, ITV და Sky New. საერთო ჯამში კი, პირდაპირი ეთერით დღის მსვლელობას იმაზე მეტმა ადამიანმა უყურა, ვიდრე პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი იყო (13.1 მილიონი მაყურებელი).
აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ მსგავსი დღეები ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა, მაგალითად, პრინცესა დაიანას დაკრძალვის დღეს თვალი 31-მა მილიონმა მაყურებელმა ადევნა, რამაც ყველა რეკორდი მოხსნა.