ექსპერტი გია ნოდია ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმიანება

Image

ექ­სპერ­ტი გია ნო­დია მსა­ხი­ობ ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის მიერ ყო­ფი­ლი ქმრის, ბესო ზან­გუ­რის ძა­ლა­დო­ბა­ში მხი­ლე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა:

 

 

"ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილს მეც მო­ვუს­მი­ნე და მისი მო­ყო­ლი­ლი ამ­ბის მი­მართ ნდო­ბით და თა­ნაგ­რძნო­ბით გან­ვიმსჭვა­ლე. ის, რომ სხვა ადა­მი­ან­მაც გვი­თხრა, რომ თა­ვად შე­ეს­წრო, რო­გორ სცემ­და ნი­ნუ­ცას ყო­ფი­ლი ქმა­რი, ბესო ზან­გუ­რი, თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულს (სხვას, არა მა­ყაშ­ვილს), ჩემი ნდო­ბა გა­ამ­ყა­რა: როცა ორი ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი წყა­რო ერ­თსა და იმა­ვეს ამ­ბობს, ეს სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტია.

ჯერ­ჯე­რო­ბით კონ­კრე­ტუ­ლი არა­ფე­რი გა­მი­გია, რის გა­მოც ნი­ნუ­ცას არ უნდა და­ვუ­ჯე­რო. თუმ­ცა ბესო ზან­გურ­ზე ბევ­რი არა­ფე­რი ვიცი, რაც ვიცი, ნამ­დვი­ლად არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მისი, რო­გორც ცო­ლის მცემ­ლის იმიჯს.ზო­გა­დად, ის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­წყო­ბა შე­იც­ვა­ლა, რომ სულ უფრო მეტი ქალი (თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით, მა­ინც საკ­მა­ოდ ცოტა) ბე­დავს მის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ზე ლა­პა­რაკს და, რაც მთა­ვა­რია, მკვიდ­რდე­ბა აზრი, რომ ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა ისე­ვე მკაც­რად უნდა და­ი­სა­ჯოს, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა, მხო­ლოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლია.

 

ეს ერთ-ერთი კარ­გი ცვლი­ლე­ბაა, რაც ბოლო წლებ­ში მოხ­და. თუმ­ცა ვიცი, რომ ამ კონ­ტექ­სტში სი­ტყვა "მაგ­რამ“-ის ხმა­რე­ბა ცუდ ტო­ნად ით­ვლე­ბა, მა­ინც უნდა ვიხ­მა­რო. კონ­კრე­ტუ­ლად რო­გორ და რა შემ­თხვე­ვა­ში უნდა და­ი­სა­ჯოს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­გვა­რი ბრალ­დე­ბის ობი­ექ­ტია?

 

ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­მა თქვა, რომ მისი სის­ხლის-სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა, ანუ ცი­ხე­ში ჩას­მა, არ უნდა. მაგ­რამ ფაქ­ტობ­რი­ვად სას­ჯე­ლი უკვე დად­გა: რუს­თა­ვე­ლის თე­ატრმა ეს კაცი ყვე­ლა რო­ლი­დან მოხ­სნა. ეს პრო­ფე­სი­ულ სიკ­ვდილს ნიშ­ნავს: ბესო ზან­გუ­რი ვერ იქ­ნე­ბა, რაც აქამ­დე იყო. არაფ­რი­დან ჩანს, ეს სას­ჯე­ლი რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს.

 

ცი­ხე­ში რომ ჩა­ეს­ვათ, ვთქვათ, ორი წლით, გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და: სას­ჯელს მო­იხ­დის, გა­მო­ვა და ცხოვ­რე­ბას გა­აგ­რძე­ლებს. მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი სიკ­ვდი­ლი რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს? უსას­რუ­ლოდ? თუ სა­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბრა­ზი გა­და­უვ­ლის? რო­გორც ვთქვი, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის მო­ნა­ყო­ლი ჩემ­თვის და­მა­ჯე­რე­ბე­ლია. მაგ­რამ შევ­ხე­დოთ ამას, რო­გორც პრე­ცე­დენტს: საკ­მა­რი­სი უნდა იყოს თუ არა ერთი ქა­ლის მო­ნა­ყო­ლი იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი სიკ­ვდი­ლით და­ი­სა­ჯოს? ვინ უნდა გა­სა­ზღვროს, ის და­მა­ჯე­რე­ბე­ლია თუ არა? კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა? თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა? თუ ამორ­ფულ­მა სუ­ბი­ექ­ტმა სა­ხე­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბა?" -წერს გია ნო­დია.

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !