
შავი ყავა შესანიშნავად აქვეითებს მადას. ის უმჯობესია 12-დან 17 საათამდე შუალედში მიიღოთ, მაგრამ ნუ ჩაანაცვლებთ სადილს ან ვახშამს ყავით. ამან შესაძლოა კუჭის პრობლემები გამოიწვიოს.
ყავაში შემავალი კოფეინი კი შესანიშნავი საშუალებაა ცელულიტთან საბრძოლველად. ყავის მოხარშვის შემდეგ დარჩენილი ნალექი შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში და შემოიხვიეთ კულინარიული ცელოფანი. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. გააკეთეთ ეს პროცედურა კვირაში ორჯერ მაინც.