
უკრაინაში, დონბასში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტს ქართველი ლეგიონერის სიცოცხლე შეეწირა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.
მათივე ინფორმაციით, ოპერატიულ-ტაქტიკურ ჯგუფ "აღმოსავლეთის“ პასუხისმგებლობის არეალში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებს ყუმბარმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს.
"მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად 128-ე ცალკეული სამთო თავდასხმის ბრიგადის მებრძოლი, უფროსი ჯარისკაცი დავით შარტავა დაიღუპა,“ - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
შემთხვევა უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე 18 აპრილს მოხდა. ქართველი ჯარისკაცი შეტაკებების დროს ადგილზე გარდაიცვალა.