
24 წლის მოდელი, ჰეილი ბოლდვინი არაჩვეულევრივი გემოვნებით ნამდვილად გამოირჩევა, რასაც მისი ყოველდღიური ლუქები ნამდვილად ამტკიცებს.
სოციალურ ქსელებში ის ხშირად აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოებს სადაც სხვადასხვა დახვეწილ იმიჯს ირგებს, სულ რამოდენიმე კვირის წინ მან ქართველი დიზაინერის ANOUKI-ს სამოსიც მოირგო. ამჯერად ჰეილის ფოტოები მისმა სტილისტმა, დანიელ პრიანომ გამოაქვეყნა.
უახლეს კადრებში ჰეილის თეთრი ტოპი და Prada-ს ბრჭყვიალა ქვედაბოლო აცვია, რომელსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ბრენდ R13–ის 3550 ფუნტის ღირებულების ქურთუკი შეუხამა.