
1958 წლის 16 აგვისტოს, აშშ-ში, მიჩიგანის შტატში, მომღერალი, მსახიობი და დიზაინერი, პოპკულტურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა − მადონა ლუიზა ჩიკონე დაიბადა. ქალი, რომელმაც თავისი საქმიანობით მუსიკაში, მოდასა და კინემატოგრაფში გადატრიალება მოახდინა.
მადონას კარიერაში არის რაღაც განსაკუთრებული, თავისუფალი სულით აწყობილი მოტივები. სიძლიერე, ინოვაცია და თვითმყოფადობა − მახასიათებლები, რომლებიც მას ყველა დანარჩენი ვარსკვლავისგან გამოარჩევდა. მადონას შემოქმედებაში სიმღერა შესაძლოა იყოს მისი მთავარი მხატვრული არხი, მაგრამ მადონას პერფორმანსი მგზნებარე, მიმზიდველი და მუდმივად მზარდი ქორეოგრაფიული ნაწარმოებია. გავლენა, რომელიც საუკუნის შემსრულებელმა ქალმა მუსიკალურ ინდუსტიაზე მოახდინა, დეკადების გასვლის შემდეგაც კი ძალიან მნიშვნელოვანია.
„ვფიქრობ, შესაძლებელია იყო მეამბოხე და შეუპოვარი, ამავდროულად კი, ძლიერი და დადებითი. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, რა გააკეთე, საიდან მოდიხარ, ყოველთვის შეგიძლია შეიცვალო და საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდე“.
პოპის ქალღმერთს აქვს ტრანსფორმაციის უნარი, სხვადასხვანაირად გარდაიქმნას ალბომებისთვის, ვიდეოკლიპებისთვის, ფოტოსესიებისთვის, მსოფლიო ტურნეებისა და ფილმებისთვის, ამ შესაძლებლობამ კი ის მუდმივი გარდაქმნის ოსტატად აქცია.
„სიძლიერეა გეუბნებოდნენ, რომ მათ არ უყვარხარ და ამით არ ნადგურდებოდე“.
მადონა წლების გასვლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალურობას, პოპის ქალღმერთი 62 წლის ასაკშიც ამ დრომდე წარმატებით განაგრძობს საქმიანობას.