
მომღერალი ნუცა ბუზალაძე რუსულ შოუს კიდევ ერთხელ ეწვია და ფურორიც მოახდინა. მისი სიმრერის დროს ჟიური ემოციებს ვერ მალავდა და ქართველი მომღერლის მიერ შესრულებული სიმღერა ძალიან მოეწონათ.
ნუცა იდეალურად გამოიყურებოდა. მას შავი ფერის მოკლე კომბინიზონი ეცვა, რომელსაც დამატებული ჰქონდა აქსესუარი. აღნიშნულმა "ლუქმა" როგორც ჩანს, მომღერალს კიდევ უფრო შესძინა თავდაჯერებულობა და ნუცამ ჟიურის გაოცება ნამდვილად შეძლო.
სიმღერის ბოლოს ჟიურის წევრებმა ნუცასთვის დადებითი შეფასებები არ დაიშურეს, რამაც ქართველ მომღერალზე ემოციურად იმოქმედა და მან ცრემლები ვერ შეიკავა. ეს ნუცა ბუზალაძის კიდევ ერთი წარმატებაა, თუმცა სიმღერის კონკურსი ამით არ სრულდება, მას ყველაფერი წინ აქვს.