-
2021-04-16 17:13
მანიკა ასათიანი წონის კლებასთან დაკავშირებით გამომწერებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და ვარჯიშისა და სწორი კვებისაკენ მოუწოდებს.
ტელეწამყვანი კვირაში 5-ჯერ საათ-ნახევრის განმავლობაში ვარჯიშობს, იღებს საჭირო რაოდენობის წყალს და ცდილობს, ჯანსაღად იკვებოს. ამ რეჟიმის წყალობით მან, დაახლოებით, 12 კილოგრამი დაიკლო. მათ, ვინც ვარჯიშს ვერ ახერხებს, მოდელი 18-საათიანი შუალედის დაცვასა და სითხის სწორად მიღებას ურჩევს.
„ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ 500 მლ წყალი, ჭამის შემდეგ კი 2 საათის განმავლობაში არ მიიღოთ სითხე - ძალიან კარგი ეფექტი აქვს“ - ამბობს მანიკა ასათიანი.