რა განცხადებას ავრცელებს შსს "საქართველოს ბანკში" მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით

Image

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ თავ­დამ­სხმელს მძევ­ლად 7 ადა­მი­ა­ნი ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

 

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლის­ში, მეტ­რო­სად­გურ "ავ­ლაბ­რის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ერთ-ერთ ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმის, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით, 1 პირი - 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.წ. და­ა­კა­ვა.

 

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ნ.წ. თბი­ლის­ში, დუ­შე­თის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ფი­ლი­ალ­ში დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში შე­იჭ­რა და 7 ადა­მი­ა­ნი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა. ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­და პო­ლი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა და და­ი­წყო ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და თავ­დამ­სხმელს შო­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბულ­მა მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეტა­პობ­რი­ვად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რის შემ­დე­გაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნ.წ. ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს. მომ­ხდა­რის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ორი ან მეტი პი­რის მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 144-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

 

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ზუგ­დი­დე­ლი ნიკა წურ­წუ­მი­აა, რო­მე­ლიც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და. მისი ზუგ­დი­დე­ლი მე­ზობ­ლე­ბის თქმით, და­კა­ვე­ბულს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !