-
2021-04-16 16:31
ბელგიური ვაფლი
დაგჭირდებათ:
1 ცალი კვერცხი;
შაქარი;
კარაქი;
ვანილი;
ფქვილი;
შაქრის გრანულები;
მარწყვი და ნაყინი გასაფორმებლად.
მომზადების წესი:
300 გრამ ფქვილს შევურიოთ 50 გრამი შაქარი და შევურიოთ 5 გრამი საფუარი და კვერცხი, ამასობაში ცეცხლზე შევათბოთ რძე და უკვე მიღებულ მშრალ მასას დაახლოებით 300 მილი ლიტრი დავუმატოთ. მიღებული მასა ავთქვიფოთ მიქსერით, ნელ-ნელა დავუმატოთ დაახლოებით 100 გრამი ფქვილი და შაქრის გრანულები. მიიღებთ ცომის მაგვარ მყარ მასას, რომელსაც გადაახვიეთ პლასტიკი და დაელოდეთ 15 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ შეურიეთ ცოტა ოდენი ფქვილი და ხელით კარგად აურიეთ. ნელ-ნელა გაახურეთ ვაფლის აპარატი და მოათავსეთ ცომი. სულ რამოდენიმე წუთში უგემრიელესი ვაფლი მზადაა. დესერტი შეგიძლიათ გააფორმოთ ნაყინით და მარწყვით და თქვენი კერძი კიდევ უფრო გემრიელი გახდება.