
ხუთშაბათს, 15 აპრილს რადიო „აფხაზეთის ხმის ეთერში“ ტრადიციულად გავიდა გადაცემა „კულინარიული ბლოგი“ ელენე ვახანიასთან ერთად.
გადაცემის სტუმარი მომღერალი ცირა კობიაშვილი იყო. ეთერში მათ მოამზადეს უგემრიელესი და უმარტივესი ბელგიური ვაფლები.
გადაცემაში ცირამ ისაუბრა თავის კარიერაზე და მომავალ გეგემბზე. რაც შეეხება კერძებს, მისი თქმით ძალიან უყვარს მეგრული სამზარეულო თუმცა ცდილობს იყოს სწორ კვებაზე და ამის გამო ხშირად ვერ მიირთმევს ტრადიცულ კერძებს.