
ავლაბარში მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში სამართალდამცავები შევიდნენ, თუმცა უცნობია, დასრულდა თუ არა სპეცოპერაცია.
ცოტა ხნის წინ ფილიალი ორმა მძევალმა დატოვა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე რჩება კიდევ ერთი მძევალი.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე, რომელიც ცოტა ხანში განცხადებას გააკეთებს.